logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამინისტროების სამართალწარმოებისა და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების პროცესზე კვლევა წარმოადგინა
- +

20 მარტი. 2017. 16:46



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა ია გოგნაძემ საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასა და სამართალწარმოების მაჩვენებლებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სამინისტროების საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.


ია გოგნაძის განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია გამოიყოს მთავრობის ხუთი სამინისტრო, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი მოქალაქის მიმართვიანობა და საერთო სასამართლოებში მხარედ წარმომადგენლობა აღმოჩნდა.


მოქალაქეები 2016 წელს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ყველაზე მეტად მიმართავდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კვლევამ აჩვენა, რომ დასახელებული სამინისტროებიდან ყველა მოქალაქის მიმართ მომზადებულ იქნა გამოხმაურება.

 

ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრების რეგისტრაციის თვალსაზრისით, სამინისტროების ხუთეულში ლიდერობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც 2016 წელს 220 საჩივარი იქნა წარდგენილი. სტატისტიკით, მეორე პოზიციაზეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მესამეზეა დევნილთა სამინისტრო, შემდეგ არის ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო, ბოლო მეხუთე პოზიციაზეა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მთავრობის სამინისტროების წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში, ლიდერის პოზიცია უჭირავს დევნილთა სამინისტროს 697 საქმეზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 485 საქმეზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 215 საქმეზე და სხვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, მხოლოდ სამი სამინისტროა წარმოდგენილი, რომლებსაც საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობა არ განუხორციელებია - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგის თანახმად, შესწავლილი  სამინისტროებში, საერთო მონაცემით, 2016 წელს, მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იქნა 21 181 საჯარო ინფორმაცია. მიებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროებმა ყველა მოქალაქის მომართვას უპასუხეს. წარმოდგენილი მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 2489 განცხადებას, დარეგისტრირებულ იქნა 457 ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო  სამინისტროებმა 2016 წელს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობა განახორციელეს სულ 1776 საქმეზე", - აცხადებს გოგნაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner