პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" აშშ-ის ელჩზე საქართველოში იან კელიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ ელჩს დონალდ ტრამპის გამარჯვებას უმალავენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ „რუსთავი 2"-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ", - განაცხადა დათო მაღრაძემ.