GOGA.TV-სთან ინტერვიუში მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.
„გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რამეს გადავწყვეტ და ამის გამო ხშირად გოგა გადაუწყვეტელს მეძახიან.
ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო სახლში თითქმის არასდროს ვარ, რაზეც ჩემი შვილი ხშირად მსაყვედურობს, რადგან ჩემთან ხშირი კონტაქტი არ აქვს. ხშირად ჩემი ოჯახი გამიწევია გვერდზე ჩემი პროფესიის გამო, მაგრამ ოჯახი მაინც განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს მსახიობი გოგა პიპინაშვილი.
წყარო: www.goga.tv