„ნანუაშვილი საერთოდ მაგიჟებს. თურმე, ვანო მერაბიშვილის უფლებები ირღვევა..." - აცხადებს გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს მიმართავს.
„დაგვცინით, უჩა ნანუაშვილო?! ერთხელ მაინც მოიკითხეთ, ჩემი შვილი როგორ კომფორტულად გრძნობს თავს მიწაში?! რატომ არ იცავთ ჩემს უფლებებს, გამწარებული მამა დილიდან საღამომდე რომ გავყვირივარ - ყურადღება მომაქციეთ-მეთქი?!" - აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე