logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: მოქალაქეებს უნდათ, ქორწინების განმარტება ჩაიწეროს კონსტიტუციაში
- +

25 მარტი. 2017. 15:57



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ პრეზიდენტის კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" შესახებ „ახალ თაობასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ხალხის აზრი არ აინტერესებს, რადგან მან ყურადღება არ მიაქცია ქორწინების განსაზღვრის თემას და აღნიშნულ საკითხს ამ ეტაპისთვის არააქტუალური უწოდა.



„თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი  აინტერესებდა, მაშინ მხარი უნდა დაეჭირა კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩანაწერისთვის.

 

წინა პარლამენტში ამ საკითხზე ხალხთან შეხვედრები გავმართეთ და დავრწმუნდით, რომ მოქალაქეებს ქორწინების განმარტება ესმით, როგორც კაცისა და ქალის ერთობა. მათ უნდათ, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში.

 

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალურად არ მიაჩნია. მან ამ თემაზე არც რეფერენდუმი დანიშნა. იმედია, შეხვედრებისას გაირკვევა, რა უნდა ხალხს. ამ კამპანიის ნამდვილი მიზანი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, თუმცა, არა მგონია, ამ მცდელობებმა შედეგი გამოიღოს", - ამბობს გიგა ბუკია. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner