logo_geo
eng_logo
მოსკოვში მიტინგის დროს დაკავებულთა რაოდენობა 600-ს აჭარბებს
- +

26 მარტი. 2017. 19:45



სააგენტო tvrain-ის ინფორმაციით, მოსკოვში გამართული ანტიკორუფციული მიტინგის დროს დაკავებულთა რიცხვი 600-ზე მეტია.


დაკავებულთა უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციულ ოქმებს შეადგენენ შესაბამისი მუხლით, რაც მიტინგის, დემონსტრაციის, პიკეტირებისა და მსვლელობის მოწყობას გულისხმობს.


მოსკოვში დღეს გამართული აქციისას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც დააკავეს. აქციაში 7-8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 


რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner