სააგენტო tvrain-ის ინფორმაციით, მოსკოვში გამართული ანტიკორუფციული მიტინგის დროს დაკავებულთა რიცხვი 600-ზე მეტია.
დაკავებულთა უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციულ ოქმებს შეადგენენ შესაბამისი მუხლით, რაც მიტინგის, დემონსტრაციის, პიკეტირებისა და მსვლელობის მოწყობას გულისხმობს.
მოსკოვში დღეს გამართული აქციისას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც დააკავეს. აქციაში 7-8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.