logo_geo
eng_logo
„პირველი მერცხლის“ ყველაზე პატარა მონაწილე იხსენებს ნანა მჭედლიძეს...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

31 მარტი. 2016. 11:23


   ფილმში ღუდუ ჩიჩუა - „პირველი მერცხლის" ყველაზე პატარა მონაწილე, მსახიობი მიხეილ კინწურაშვილი „რეპორტიორთან" იხსენებს, როგორი იყო ნანა მჭედლიძე გადასაღებ მოედანზე.



    ჩემი შემოქმედებითი კარიერა ადრეულ ასაკშივე  გენიალურ რეჟისორთან შეხვედრით დაიწყო - ნანა მჭედლიძე და მისი ფილმი პირველი მერცხალი". ეს იყო გენიალური ფილმი, პოეზიით, რომანტიზმითა და სიყვარულით სავსე.  ჩემი აზრით, რეჟისორმა  ერთდროულად 11 მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და ბიოგრაფია გადმოსცა. ეს იყო ფილმი ოპტიმიზმ, სიცოცხლისადმი სიყვარულსა და სიკეთეზე.

 

სამსახიობო ჯგუფი ძირითადად მამაკაცებისაგან შედგებოდა და რეჟისორი საოცრად ახრხებდა, აეწყო მიზანსცენები და ჩვენთვის სწორად აეხსნა ამოცანა. ის პროფესიონალ ფეხბურთელზე უკეთესად ხსნიდა, თუ როგორ უნ გაგეთამაშებინა ესა თუ ის სცენა  ფეხბურთის თამაშისას.  მიუხედავად იმისა, რომ    ქალის მიერაა გადაღებული, ფილმი საოცრად მამაკაცური. ნანა მჭედლიძე  თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი იყო. ამა თუ იმ მიზეზის გამო, როცა გადაღების დღე არ იყო,  სასტუმროს კიბეებზე მსახიობებთან ერთად იჯდა და  საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, ჩვენც დიდი ინტერესით ვუსმენდით.

 

ალბათ, გახსოვთ სცენა, როდესაც კითხულობთ გაზეთ ივერია", სადაც წერია პიველი მერცხლის" წარმატების სახებ და  ჩამოთვლილია ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარ. მოგეხსენებათ, გამომცემელი ილია ჭავჭავაძე იყო, რომელიც დიდი მოვლენა იყო მათთვის. შემდეგ კადრია, როდესაც ღვინო  ჭიქებში ისხმება. როდესაც ქალბატონი ნანა ამ კადრს აწყობდა, ყველა განსაკურებით გააფრთხილა, ღვინო ჩემთვის არ დაესხათ, რადგან  ყველზე უმცროსი მოთამაშე ვიყვი. სიმართლე გითხრათ, გარდატეხის ასაკში ვიყავი და მეთაკილა, რადგან მეც ძალიან მინდოდა ღვინის დალევა.

 

     როგორც თავად პროფესიონალურად უდგებოდა ფილმის გადაღებას, იმავეს ითხოვდა მსახიობებისგან - პროფესიონალიზმს.  ერთი სიტყვით, მისი გენიალობა იმაში მდგომარეობდა, რომ   როდესაც ფილმის გადაღება იწყებდა, იცოდა, თუ  როგორ და რატომ უნდა გადაეღო,  რა იყო მთავარი სათქმელი.  გონებაში ზედმიწევნით  ჰქონდა აწყობილი  მთლიანი ფილმი...

 

    დიდი გულსტიკივილით ვუსამძიმრებ მის  ახლობლებ და მთელ ქართველ ხალხს ასეთი გენიალური რეჟისორის დაკარგვას",  - აღნიშნავს მსახიობი.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner