-
+
29 მარტი. 2017. 19:15
მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გილოცავთ! ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. პედერასტებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" უკან დაიხია. 31 მარტს „მის ტრანსგენდერი" აღარ ჩატარდება. ახლახან ორგანიზატორებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომ ხალხის აგრესიის გამო კონკურსი გაუქმდა. მეგობრებო! ალბათ ყველა დარწმუნდით, რომ მიუხედავად მილიონობით დაფინანსებისა, თუ ჭეშმარიტი ქართველები ერთად დავდგებით, მაშინ ვერანაირი გარყვნილი მანქურთი ვერ მოგვერევა. 31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 27 წლისთავი და ქართველი ერი საზეიმოდ აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ნუ შეშინდებით, ნუ დაგეზარებათ და ერთად ყოფნით ყოველთვის გავიმარჯვებთ! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - წერს ბრეგაძე.