-
+
31 მარტი. 2017. 03:55
თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს მიმართავს და ფოტოს აქვეყნებს.
„ალეკო ელისაშვილი: „თბილისის მერი იმხელა კაბინეტით სარგებლობს გადასაადგილებლად კომპასია საჭირო"
ალეკო, ეს არის თბილისის მერის სამუშაო ოთახი (კაბინეტი).
სიგრძე : 8.60 მეტრი
სიგანე : 5. 45 მეტრი.
საშუალოდ 50 კვადრატული მეტრი.
სასამართლომ უკვე დაგაკისრა ტყუილისა და ცილისწამებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ფულადი ჯარიმა.
თბილისის მერის ოჯახის წევრზე ცილისწამებისთვის შენს გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2" - მა საჯაროდ ბოდიში მოუხადა მერს.
არ მოგბეზრდა ეს კლოუნადა და მასკარადი?
ამ „კაბინეტში", 50 კვადრატულ მეტრში შენ თუ კომპასი გჭირდება წარმომიდგენია თბილისის მასშტაბებს როგორ ითვლი", - წერს აბესაძე.
