„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან სამი წინადადება მოვიდა შეწყალებაზე. უბრალოდ, საჭირო იყო თქმა: დიახ, ვაღიარებ... და ციხის კარი გაიღებოდა", - ამის შესახებ ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რუსულენოვან საიტ Championat.com-თან ინტერვიუში საუბრობს. დემეტრაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავება კახა კალაძის საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა.
„მე და კახა კალაძე მეგობრები ვიყავით და ვართ. მაშინ ის პოლიტიკოსი გახდა და მიშას დაუპირისპირდა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაკავება კახას საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა. მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ არ დავნებდებოდი, ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან სამი წინადადება მოვიდა შეწყალებაზე. უბრალოდ, საჭირო იყო თქმა: დიახ, ვაღიარებ... და ციხის კარი გაიღებოდა", - ამბობს გიორგი დემეტრაძე.