logo_geo
eng_logo
ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილი ლევან ვარშალომიძეს სთხოვდა, მეტი არეულობა შეექმნათ ბათუმში
- +

1 აპრილი. 2017. 16:55


სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი „ახალ თაობასთან" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებაზე საუბრობს. წითელაშვილის თქმით, სააკაშვილი უკრაინაში ძალადობრივი გზით ნაშოვნი ფულით აფინანსებდა პარტიას, შემდეგ კი ნაციონალები ამ ფულით აქციებს მართავდნენ.


„ბოლო წლებში რაც ნაციონალებმა აქცია მოაწყვებს, ყველა სააკაშვილის უკრაინაში ძალადობით ნაშოვნი ფულით დაფინანსდა. ის საქართველოში დიდი არეულობის მოსაწყობად ემზადებოდა. ამის ნათელი მაგალითია ბათუმის არეულობაც. ეს ამბავი ნაციონალებმა ძალიან კარგად აითვისეს. როცა არეულობა დაიწყო, სააკაშვილმა რამდენჯერმე დაურეკა ლევან ვარშალომიძეს. ის ითხოვდა მეტ არეულობას და ამბობდა, რომ ფინანსების პრობლემა არ არის.

 

ასე რომ, უკრაინის მთავარ პროკურატურას სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვს", - ამბობს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner