განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა „მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც 30 და 40 წელი სკოლაში ასწავლის და მას გამოცდას ჩაუტარებ, „არის სირცხვილი!"
„უნდა შეგრცხვეს! ცხოვრებამ გამოსცადა და თაობებმა გამოსცადა ეს ხალხი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მეტი პატივისცემა და თანადგომა პედაგოგის მიმართ, მშობლის მიმართ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.