დაჩი ცაგურია: აი, სად იქნება რკინიგზის სადგური...
-
+
4 აპრილი. 2017. 01:11
„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს.
„აი, სად იქნება რკინიგზის სადგური მალე", - წერს ცაგურია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო გამჭოლი ხაზის და სადგურის მშენებლობა იწყება.
ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, ყველა ტურისტს შეეძლება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებში ჩავიდეს კომფორტული და თანამედროვე რკინიგზით. ქუთაისის სარკინიგზო ბაქანს და აეროპორტს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი გაყოფს. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმით მესტია-ახალციხის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალები სწორედ ქუთაისზე გაივლის.