logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ესენი ნორმალურები რომ არ იყვნენ ვიცოდი, მაგრამ...
- +

4 აპრილი. 2017. 20:57


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიჯო, ბიჯო, ბიჯო... რაც დრო გადის, უფრო ჩანს, რომ „ნაციონალებს" მაგრად ასხიათ!

ბოლო ორი დღეა, მალაყზე გადადიან, რუსეთში, ანუ ჩვენი მტრის ტერიტორიაზე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩესო! კიო, ვგმობთ ტერორიზმს, მაგრამ მაინცო! ზოგი ისეთია, მთელი ცხოვრება რუსეთში რომ იჯდა, ფული იშოვა და მიშა სააკაშვილმა ჩამოათრია!

გივი თარგამაძეს აღლუმი გაუმართავს: ჰაე, ჰაე... ივანიშვილმა წიფელი რომ იყიდა, შუაზე გადატყდაო... ესე იგიო, "ქართული ოცნებაც" გადატყდაო, სული ამოსძვრა ზუსტად ისე, ჩვენ რომ ამოგაძრეთ 2007-ში და 2011-შიო. აეგრეო, ეგრეც ვიცოდიო, გული მიგრძნობდა, რომ გადატყდებოდაო, დამარცხდებოდა და 2030 წლამდე ვერ მიაღწევდაო!

ნუ, ეხლა, ესენი ნორმალურები რომ არ იყვნენ, ვიცოდი, მაგრამ ესე, კაცო? ამ დონეზე?!" - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner