logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: „რუსთავი 2“-ში თანამშრომლებზე წილების გადანაწილება დაგვიანებული პროცესია...
- +

4 აპრილი. 2017. 22:59




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას „რუსთავი 2"-ში წილების გადანაწილების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შიდა სამზარეულოს სააშკარაოზე გამოტანა სწორი ფორმა არ არის. მისივე თქმით, მსგავსი მოლაპარაკებებისას, საზოგადოებას მხოლოდ საბოლოო შედეგი უნდა გააცნო.


„ეს იყო საზოგადოებისთვის გამოტანილი თემა. საერთოდ, „რუსთავი 2"-ში არიან თანამშრომლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს არხი ბოლო პერიოდში ატარებდა, ამიტომაც მათი გულის მოსაგებად, სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რატომღაც, მფლობელებს გული მოულბათ და თანამშრომლებს წილებს სთავაზობენ. მსგავსი მოლაპარაკებები, როგორც წესი, სააშკარაოზე არ გამოდის და საზოგადოებას მხოლოდ შედეგებს აცნობენ.

 

ამასთანავე, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2"-ის მფლობელად ქიბარ ხალვაშია გამოცხადებული, ამიტომაც ეს წილების გადანაწილება აშკარად დაგვიანებული პროცესია. თუ ძალიან უნდოდათ თანამშრომლების ჩართვა, ამისათვის საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ.

 

ჩვენ პატივს ვცემთ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, თუმცა სამი ინსტანციის სასამართლოს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რომ სტრასბურგის სასამართლომ ეჭქვეშ დააყენოს, ასეთი რამ ნაკლებად რეალურია, ასეთი რაღაცები არ ხდება. ერთადერთი, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს იმას, თუ დაირღვა რაიმე პროცესის დროს. მე რატომღაც მათ გადაწყვეტილებას ამ ჭრილში ვხედავ", - ამბობს ხუციშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner