logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: 7 აპრილის დებატები, შესაძლოა, ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდოს
- +

4 აპრილი. 2017. 23:35




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტი იმ საკითხებს განიხილავს, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო ხელისუფლებასა და გიორგი მარგველაშვილს შორის.


„ძირითადად პრეზიდენტი აქცენტს გააკეთებს იმ საკითხებზე, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის, ვგულისხმობ იმ თემებსა და კანონპროექტებს, რომელსაც ვეტო დაადო. ალბათ შეაფასებს ზოგადად და არ იქნება დეტალური განხილვა რომელიმე მიმართულებით, იქნება უფრო საერთო პოლიტიკური შეფასებები, იმ საკითხებს შეაფასებს, რაც პრეზიდენტის ფუნქციაში შედის.

 

დებატების ფორმატი სწორად არ მიმაჩნია. ვთვლი, რომ შეიძლებოდა მოხსენების შემდეგ 10-12 შეკითხვა დასმულიყო და ამაზე ეპასუხა პრეზიდენტს. შეიძლება, ეს დებატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც ავტომატურად წინასაარჩევნო კამპანიის ელფერსაც შეიძენს ოპოზიციის მხრიდან", - აცხადებს ხუციშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner