logo_geo
eng_logo
„ნაცები გადაწვავენ არა მარტო ბათუმს, არამედ მთელ საქართველოსაც, ოღონდ პირველობა არავის დაუთმონ!“
- +

5 აპრილი. 2017. 14:36




„ნაცები დღეს აშკარად ჩამოყალიბდნენ მეხუთე კოლონად, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე წავა", - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი გვასალია „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და ბათუმის მოვლენებს გამოეხმაურა.


როგორც გვასალია აღნიშნავს, ნაციონალებმა საზოგადოებას მესიჯი გაუგზავნეს, რომ კვლავ ფორმაში არიან და მზად არიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მისივე თქმით, საზოგადოება თუ საკითხს უფრო მეტად ჩაუღრმავდება, შესაძლებელია, ნაციონალებსა და თურქეთის სპეცსამსახურებს შორის ერთგვარი ალიანსი ივარაუდოს.


„ნაცები თანახმა არან, გადაწვან არა მარტო ბათუმი, არამედ მთელი საქართველოც, ოღონდ პირველობა არავის დაუთმონ. პარალელურად, მათ საზოგადოებას გაუგზავნეს მესიჯი, რომ კვლავ ფორმაში და მზადყოფნაში არიან, ჩაიდინონ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ძალაუფლების დასაბრუნებლად!

 

გავითვალისწინოთ, რომ 2018 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და თურქეთს ხელ-ფეხი ეხსნება, ამიტომაც ყველაფერი, რაც აჭარას უკავშირდება, ძალზე მგრძნობიარე და ფაქიზია და ექსპერიმენტები შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს! თუ საკითხს მეტად ჩავუღრმავდებით, შეიძლება, უფრო შორსაც წავიდეთ და ნაცებსა და თურქეთის სპეცსამსახურებს შორის ერთგვარი ალიანსიც ვივარაუდოთ. ასეთ შემთხვევაში უკვე სრულიად გასაგებია, რამხელა მზაკვრობას ემსახურება ცრუინფორმაცია, თითქოს ვიღაცამ აჭარლებს თათრები უწოდა, ან თუნდაც მარგინალ მომიტინგეთა მრავალმნიშვნელოვანი სკანდირება: „საქართველოს რა?.."

 

ეს წამოძახილი ძალიან ჰგავდა ბაჩო ახალაიას დავალებით, სპეცრაზმელების სკანდირებას: „ქურდებს რა?.." ან რუსთაველის გამზირზე 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ზაზა ბეგაშვილის წამოძახებას: „ბადრის რა?.."

 

ნაცების დავალებით ბათუმში საქართველოს მიმართ ხმამაღლა შეგინებას უცილობლად ჰქონდა გარკვეული პროვოკაციული დატვირთვა, რომელიც, როგორც მინიმუმ, აჭარლების დანარჩენ ქართველებთან დაპირისპირებას ისახავდა მიზნად! სხვა საკითხია, ამით უცხო ქვეყნები ისარგებლებდნენ თუ ქვეყნის შიგნით არსებული მეხუთე კოლონა!" - განაცხადა გვასალიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner