„თეატრები არ ფინანსდება! ფოთის ახალი თეატრი დაინგრა!" - ამის შესახებ მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც ჭიქაშვილმა აღნიშნა, დღეს მსახიობები მძიმე პირობებში იმყოფებიან.
„ზუგდიდის თეატრიც დაინგა, მსახიობები შიმშილით კვდებიან... ლანჩხუთში კულტურის სახლი რომ გატყავებულია და საქონელი ძოვს, ეს არ გაღელვებთ? მაინტერესებს, ამ კითხვებზე რა პასუხს გამცემენ... მიხარია, რომ ფოლკლორში წარმატებები გაქვთ, მაგრამ სოლიდარობა გამოუცხადეთ არტისტებსაც, მწერლებსაც... მე მინდა, სოფლებში ბავშვებმა ნახონ გოგა პიპინაშვილიც, მარჯანიშვილის თეატრიც, რუსთაველის თეატრიც..." - განაცხადა ჭიქაშვილმა.