კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მახათას მთაზე აშენდება.
„ფიზიკურად არ არის ადგილი დიდუბეში. ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა დედაქალაქის ვიცე-მერმა ნინა ხატისკაცმა. ვერ წარმომიდგენია, მისი ეთერის შემდეგ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. დიახ, მახათას მთაზე ახალი პანთეონი შენდება, არ მგონია, ეს პრობლემა იყოს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.