logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობა“ ოფისს ყიდის
- +

6 აპრილი. 2017. 14:53


გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს, რომ „ნაციონალები" ოფისს ყიდიან. გაყიდვის მიზეზად კი ფინანსური პრობლემები სახელდება.

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" თავის ოფისს ყიდის. ოფისის გაყიდვის მცდელობა პარტიას ადრეც ჰქონდა, თუმცა, მაშინ ითქვა, რომ შენობა ვერ გაიყიდა - საკმაოდ ძვირი დააფასეს. საუბარია ოფისზე, რომელიც აეროპორტის გზაზე ნაციონალებმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს ააშენეს და საკმაოდ დიდია.


როგორც ამბობენ, სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებში ფინანსების ხარჯვას არ აპირებს - აზრს ვერ ხედავს, როგორც ჩანს, ისედაც გასაგებია, ვინ არის რინგზე მოგებული. ამიტომაც პოლიტიკოსები ზედმეტად არ გაირჯებიან. სოციოლოგიურ კვლევებში ყოფილი პრეზიდენტის პარტია ისედაც მეორე ადგილზეა, ამაზე წინ კი ახლა რა რესურსებიც არ უნდა დახარჯონ, ვერ წავლენ.


თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიას ფული არ სჭირდება. როგორც ითქვა, „ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვიტეს, ოფისი გაყიდონ  და ფულის გარკვეული ნაწილი საარჩევნო კამპანიას მოახმარონ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner