logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტმა 90-იანი წლების დღის წესრიგი შემოგვთავაზა
- +

7 აპრილი. 2017. 17:20



„ჩვენ ადრე განებივრებულნი ვიყავით პრეზიდენტის ემოციური და პროზაული გამოსვლებით, თუმცა, დღეს ამას მოვაკლდით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც პრეზიდენტს საკუთარ მოხსნებაში ყურადღება არ გაუმახვილებია.


„ე.ი. დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გარკვეული თვალსაზრისით მაგონებდა 90-იან წლებს, სადაც წამყვანი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია, დღეს დემოკრატიზაცია არ არის წამყვანი დისკურსი.

 

დღეს ჩვენ ნამდვილი განვითარება გვჭირდება. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ უთანასწორობაზე ქვყანაში, კი, მართალია, მაგრამ განვითარების გარეშე ამ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო, ჩვენ გვერგო ნეოლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგი, სადაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე ჩვენი ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე, მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე.

 

ერთ-ერთმა კოლეგამ წინა სესიაზე ახსენა, სახელმწიფო გააფეტიშესო, არა, კოლეგებო და ოპონენტებო, თქვენ სახელმწიფო კი არ გააფეტიშეთ, თქვენ სახელმწიფოს სადამსჯელო ნაწილი გააფეტიშეთ.

 

ახლა, რაში მდგომარეობს განვითარება. განვითარება იმაში მდგომარეობს, თუ რა ნაბიჯების იდგება ახლა. „აწარმოე საქართველოში" ახსენეს, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომ არა ეს რეფორმა, ბატონო გიორგი, ის კამპანია, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, „მოითხოვე ქართული", წარმოუდგენელი იქნებოდა.

 

მინდა, ისეთ საკითხებს შევეხო, რომელსაც სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ შეეხო. მაგალითად,  განათლების - სკოლამდელი განათლების, საშუალო განათლების და პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.  აქამდე შრომის ბაზარი არ არსებობდა და ადამიანები ისეთ ცოდნას იღებდნენ, რომელიც მოთხოვნადი არ იყო. ახლა კი გახდება შესაძლებელი, ადამიანთა ცოდნა იმ მოთხოვნებს დაუკავშირდეს,რომელიც ბაზარზე არსებობს.

 

მინდა, შევეხო სოფლის განვითარების პრობლემას, ახალი რეფორმა, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ამის საფუძველზე მოხდება ურბანული სერვისების რეალიზება, იგივე არაურბანულ დასახლებებში, რათა ადამიანები არ მოწყდნენ თავიანთ ოჯახებს.

 

პრეზიდენტის მხრიდან ნახსენები იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თითქოს ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს. იმ ჩამონათვალში, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, ჩვენ დავინახეთ, რომ არის პროცესები, რომლის თანამონაწილე ჩვენ ვიყავით და თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სასარგებლოცაა. სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სოციალური უფლებების გამოყოფა კონსტიტუციაში.  სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება 94-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან.

 

ჩემი კოლეგები ისაუბრებენ იმ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ეს არ არის ერთ გუნდზე მორგებული, ეს იქნება სასარგებლო ამ ქვეყნის მომავალი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

 

ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მინდა გთხოვთ, უფრო მეტად იყავით ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის საზოგადოების საჭიროებებზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner