logo_geo
eng_logo
„განუწყვეტლივ ზრუნვა გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარების“
- +

7 აპრილი. 2017. 19:49



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქვეყნის პოლიტიკურ მიღწევებზე და ზრდაზე ისაუბრა. მდინარაძის თქმით, განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას საბოლოოდ დაუსვა ბეჭედი ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლურ პრესპექტივას.



„არავინ ერიდება იმის თქმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ რჩება გაჭირვებული ადამიანები და მათ რაც შეიძლება სწრაფად სჭირდებათ დახმარება. ეს უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურმა განვითარებამ, შესაბამისად აუცილებლად უნდა შევეხო ეკონომიკურ გეგმას რომელსაც სამი-ოთხი თვის წინანდელი დროიდან დღემდე აკრიტიკებენ, თუმცა ჩვენ გვაქვს დაგეგმილზერ მეტი ეკონომიკური ზრდა, დაგეგმილზე მეტი, საბიუჯეტო შემოსავლები და ამ ტენდენციებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც აღიარებს.

 

განუწყვეტლივ ზრუნვა გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარების. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ, ვიზალიბერალიზაციამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საერთაშორისო აღიარებამ და ბევრმა მსგავსმა მოვლენამ, საბოლოოდ დაუსვა ბეჭედი ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლურ პრესპექტივას", - განაცხადა მამუკამდინარაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner