logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დასანანია, რომ პრეზიდენტი მონაწილეობას არ იღებს ისტორიულ პროცესში...
- +

7 აპრილი. 2017. 20:09




ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. მდინარაძემ პრეზიდენტის გამოსვლა ხისტად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა ბრალდებები უფრო იყო, ვიდრე კრიტიკა და პოზიტივი.


 

„მინდა პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო თუნდაც იმ რამდენიმე წინადადებისთვის როდესაც შეეხო წარმატებულ რეფორმებს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. თუმც არ შეიძლება სახელი დაერქვას გამოსვლის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით დასაწყისს და დაბოლოებას, არსებობს კრიტიკაც, უტრირებული კრიტიკაც და არსებობს დაბრალებაც და ბრალდებები. სწორედ ბრალდებები ვნახეთ დღეს.

 

გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ კრიტიკა და პოზიტივი არ იყო. ბრალდებები და პოზიტივები ერთმანეთში აირია. ბრალდებების ტონი იყო გაცილებით ხისტი. მაშინ როდესაც არსებობს თანხმობა ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებზე, საუბარი მაქვს საგარეო კურსზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე და შესაბამისი განვითარების ტენდენციაზე გაოცებას იწვევს ბრალდების ასეთი ფორმა.

 

მივმართავ ბატონ პრეზიდენტს დასანანია, რომ არ იღებს მონაწილეობას ისტორიულ პროცესში რასაც ჩვენი ქვეყნის ახალი საკონსტიტუციო მოწყობა ჰქვია. თქვენ პარალელური პროცესების მართვა არჩიეთ სამწუხარიდ, რაც თავის მხრივ მოკლებულია საგნობრივ, რეალურ, იურიდიულ და პოლიტიკურ საფუძვლებს ისევე როგორც ნებისმიერ შენობას სჭირდება მყარი საფუძველი, ნებისმიერ შემდგარ ქვეყანას სჭირდება მყარი კონსტიტუცია. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის მყარ განვითარებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner