„მიმაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი", - ამ სიტყვებით „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „რეაქციაში" პარლამენტში გამართული დებატები შეაფასა და განაცხადა, რომ არ ეგონა პარლამენტიდან კიდე რამე თუ გააკვირვებდა.
„მე არა ვარ მარგველაშვილის მხარეს, მე ვარ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, ისევე როგორც ძლიერი მთავრობა და პარლამენტი. მაგრამ, ასეთი დაპირისპირები შემთხვევაში ვერცერთი ინსტიტუტი ვერ იქნება ძლიერი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.