„თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო იზრდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მომხმარებელმა ბანკის ტექსტური შეტყობინებით მიიღო.
ბანკის ცნობით, საკომისიო 18 აპრილიდან გაიზრდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდება.
„გაცნობებთ, რომ 18 აპრილიდან, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე, რომელთა საკომისიო დღეს 0.5 ლარია, 1 ლარი გახდება. საკომისიოს ცვლილება ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს", - აღნიშნულია ბანკის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.