„დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციამ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტიები შექმნა“
-
+
11 აპრილი. 2017. 11:33
საქართველოს ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე ბიმურზა დადეშქელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავ-რე გაფრთხილებთ:
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან გამომდინარე, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს არა აქვს უფლება, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ..
გიმეორებთ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციამ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტიები შექმნა".