logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: რა რეაქცია ექნება ტურისტს, რომელიც დაინახავს, რომ ქუჩაში, სიბინძურეში იყიდება პროდუქტი?
- +

11 აპრილი. 2017. 22:27



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარევაჭრობა ქვეყანას ხელს უშლის ეკონომიკის, ტურიზმისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.


„საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია. მაშინ, როდესაც ტურიზმი ასე ვითარდება, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება ტურისტს, რომელიც დაინახავს, რომ ქუჩაში, სიბინძურეში იყიდება პროდუქტი, რა გარანტია აქვს მას, რომ რესტორანში და თუნდაც სასტუმროში იმავე პროდუქტსს არ მოიხმარდნენ?

 

ვიცი, რომ მოვაჭრეებისთვის ადგილები გამოყოფილია და, არა მგონია, ვაჭრობას იქ რაიმე ხელს უშლიდეს. აქ გადახდის პრობლემაა, დღეში 3 თუ 5 ლარზეა ლაპარაკი. შემოსავალი რომ არ ჰქონდეთ, არავინ დაჯდებოდა იქ სიცივეში და ქარში.

 

გარევაჭრობა არაა კარგი არც ეკონომიკის, არც ტურიზმის და არც ჰიგიენის თვალსაზრისით", - აცხადებს ჭიჭინაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner