ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ IRI-ის კვლევის შედეგებზე „რეპორტიორთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ შედეგები რეალობას არ შეესაბამება.
„ყველაზე შემაშფოთებელი თვითონ ეს ინსტიტუტია, რომელიც თავის დროზე ძალიან დიდ ნდობას იმსახურებდა. ბოლო წლებში კი აცდენილია რეალობას, რადგანაც არცერთმა არჩევნებმა მისი კვლევები არ დაადასტურა.
როგორ შეიძლება მარგველაშვილი ყველაზე რეიტინგულ პიროვნებად აღიარდეს ჩვენს ქვეყანაში? მკვლევარის დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი რეალობასაა აცდენილი", - აცხადებს ჭიჭინაძე.