logo_geo
eng_logo
„ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ რეფერენდუმს მეგობრულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ“
- +

12 აპრილი. 2017. 01:55



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმზე ისაუბრა. ინიციატივას მხარი 78%-მა დაუჭირა. როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ამ ყველაფერს მეგობრულ ნაბიჯად ნამდვილად ვერ განვიხილავთ, თუმცა კარგია, რომ ყირიმის მსაგვსი ანექსია არ მოხდა.


„ის სახელი, ზოგადად, ჩრდილოეთ ოსეთს ჰქვია. ამას მეგობრულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ.

 

თქვენ გახსოვთ, რომ უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესია. კარგია, რომ არ მოხდა იმ რეფერენდუმის ჩატარება. თქვენ იცით, რომ ყირიმის შემთხვევაში, როდესაც მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ვფიქრობ, რომ აქ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელმა აზრმა გაიმარჯვა, პირდაპირ ჩვენი ტერიტორიების მიტაცებისგან თავი შეიკავა, თუმცა დე-ფაქტო მაინც მითვისებული აქვს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner