-
+
12 აპრილი. 2017. 22:30
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე, პოლიტპატიმარი თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.
„უფალმა გაანათლოს თემურ ჟორჟოლიანის სული. თემურ, დიდი მადლობა მეგობრობისთვის", - წერს გაბრიჭიძე.
თემურ ჟორჟოლიანი 2006 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. იმ დღეს მთელ საქართველოში 100-მდე პირი აიყვანეს. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შეიარაღებული ამბოხების მომზადება. მას 7 წელი მომისაჯეს. ჟორჟოლიანი 2013 წელს გაათავისუფლეს.