ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოებისთვის გივი ბერიკაშვილი დიდი დანაკლისია.
„გივი ბერიკაშვილი ქართული თეატრისთვის ნიშნავდა ვარსკვლავს, ქართველი საზოგადოებისთვის - პატიოსან მოქალაქეს, სამშობლოსთვის კი - პატრიოტ ადამიანს. გივი ბერიკაშვილი ბევრ რამეს ნიშნავდა, შესაბამისად, ეს დიდი დანაკლისია ქართველი საზოგადოებისთვის, თეატრისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.