ავტორი სალომე უერთაშვილი
გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამოქალაქო პანაშვიდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა მიუსამძიმრა.
„თუ რას ნიშნავდა გივი ბერიკაშვილი ქართველი ხალხისთვის, დღეს გამოჩნდა. ხალხის ამხელა სიყვარულს, რომელიც ბოლო გზაზე გაცილებს, დამსახურება უნდა და გივი ბერიკაშვილს ეს სიყვარული დამსახურებული აქვს. ძალიან დიდი მსახიობი იყო, სერიოზული პროფესიონალი, თუმცა გივი არ მომკვდარა. როგორ მოკვდება ისეთი უკვდავი როლების შემქმნელი კაცი, როგორიც გივი ბერიკაშვილია. ყოველთვის როდესაც გივის მიერ შესრულებულ როლებს ვნახვათ, თუნდაც ინტერნეტში, ან ეკრანზე, გაგვახსენდება და ჩავთვლით, რომ ის ჩვენ გვერდითაა, ცოცხალია და არსად წასულა", - აცხადებს ძიძიგური.