logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გივი ბერიკაშვილი თითით საჩვენებელი კაცი იყო
- +

13 აპრილი. 2017. 19:48



„ასე ემახსოვრება და ასე ეყვარება გივი ბერიკაშვილი ქართველ ხალხს  ყოველთვის", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორს" გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა. რეჟისორმა მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა.


„მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი, თეატრისადმი, კინოსადმი დაკავშირებულია გივის სახელთან, მის მოღვაწეობასთან, სახესთან, სითბოსთან და გულთან. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან დიდ პატივს ვცემდი, გარდა იმისა, რომ ადამიანურად მიყვარდა ძალიან, ვფიქრობ, ის თითით საჩვენებელი კაცი იყო, არამარტო ხელოვნებაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში, ახალგაზრდებთან ურთიერთობაში და რაც მთავარია, სიმართლეში. ყოველთვის მართალი კაცი იყო. ასე ემახსოვრება და ასე ეყვარება გივი ბერიკაშვილი ქართველ ხალხს  ყოველთვის", - აცხადებს ხაინდრავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner