მსახიობმა ტრისტან სარალიძემ გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბერიკაშვილი, არა მარტო დიდი მსახიობი არამედ, კარგი მეგობარიც იყო.
„მიჭირს გივიზე რამე განსხვავებული ვთქვა. მას ადამიანებისთვის ძალიან დიდი სიკეთე მოჰქონდა. არა მარტო მსახიობი და კომედიიის დიდოსტატი იყო, არამედ დიდი დახმარების, მეგობრობის და გვერდით დგომის მქონე ადამიანი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესმა მსახიობმა დაგვტოვა და წავიდა ამ ქვეყნიდან", - ამბობს ტრისტან სარალიძე.