logo_geo
eng_logo
ჯემალ ბაღაშვილი: ხალხის გულში გივი ბერიკაშვილის სიყვარული არასდროს წაიშლება!
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 აპრილი. 2017. 20:16



მსახიობმა ჯემალ ბაღაშვილმა გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის, კინოს და თეატრის ლეგენდა იყო.


„გივი ბერიკაშვილი იყო ქართული კინოს და თეატრის ლეგენდა. ის იყო საოცრად ჰუმანური და კაცთმოყვარე ადამიანი. მე ბედნიერება მქონდა ნახევარ საუკუნეზე მეტი მასთან ერთად გამეტარებინა. პირველად ვნახე კაცი, ვინც ადამიანს სიკეთესა და მადლს უკეთებდა და მასზე მეტად უხაროდა. ამით ცხოვრობდა გივი ბერიკაშვილი. ის უიშვიათესი ადამიანი იყო. ხალხის გულში მისი სიყვარული არასდროს წაიშლება", - ამბობს ჯემალ ბაღაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner