ავტორი ანა ფერაძე
მსახიობმა ჯემალ ბაღაშვილმა გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის, კინოს და თეატრის ლეგენდა იყო.
„გივი ბერიკაშვილი იყო ქართული კინოს და თეატრის ლეგენდა. ის იყო საოცრად ჰუმანური და კაცთმოყვარე ადამიანი. მე ბედნიერება მქონდა ნახევარ საუკუნეზე მეტი მასთან ერთად გამეტარებინა. პირველად ვნახე კაცი, ვინც ადამიანს სიკეთესა და მადლს უკეთებდა და მასზე მეტად უხაროდა. ამით ცხოვრობდა გივი ბერიკაშვილი. ის უიშვიათესი ადამიანი იყო. ხალხის გულში მისი სიყვარული არასდროს წაიშლება", - ამბობს ჯემალ ბაღაშვილი.