logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც გივი ბერიკაშვილი იყო...
- +

13 აპრილი. 2017. 20:20


 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა სამოქალაქო პანაშვიდზე გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და „რეპორტიორთან" განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის გივი ბერიკაშვილის დაკარგვა დიდი დანაკლისია.


„ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისთვის. გივი ბერიკაშვილმა შექმნა ისტორია, მთელი ეპოქა. ბავშვობიდან მის ფილმებზე ვარ გაზრდილი. კომედიური ჟანრი ძალიან რთულად შესასრულებელია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი საყვარელი პერსონაჟი ხდები მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი დანაკლისია, ყველას ძალიან გვტკივა გული, თუმცა, ამავდროულად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ასეთი დიდი მსახიობი გივი ბერიკაშვილი იყო", - აცხადებს მეზურნიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner