ავტორი სალომე უერთაშვილი
მსახიობმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამოქალაქო პანაშვიდზე მიუსამძიმრა და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულმა თეატრმა შესანიშნავი მსახიობი დაკარგა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ გივი ბერიკაშვილს ვიცნობდი. ვუსამძიმრებ ქართულ თეატრს ამ შესანიშნავი მსახიობის გარდაცვალებას და, რა საკვირველია, ვუსამძმიმრებ გივი ბერიკაშვილის ოჯახს", - აცხადებს ჩოლოყაშვილი.