ავტორი ანა ფერაძე
„ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე „რეპორტიორთან" საუბრისას მსახიობის მეგობრებს და ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალება მიუსამძიმრა და მას ლეგენდარული მსახიობი უწოდა.
„გივი ბერიკაშვილი ლეგენდარული მსახიობი და კარგი ქართველი იყო, რომელმაც განუმეორებელი სახეები შექმნა. კულტურისა და კინომატოგრაფიის ისტორიას მის მიერ შექმნილი სახეები დარჩება ძალიან დიდხანს. კულტურის სფეროს მუშაკებს, მის ახლობლებს და ყველას ვუსამძიმრებ მის გარდაცვალებას", - ამბობს ჯონდი ბაღათურია.