logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ძნელად წარმომიდგენია სხვა ადამიანი, რომელიც ასეთ პოზიტივსა და სიყვარულს ასხივებდა...
- +

13 აპრილი. 2017. 21:20



„ბერიკაშვილის სახით ქართულმა თეატრმა და კინომ ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მთელი საზოგადოებისთვის მსახიობიის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია.


„ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა, რადგანაც გივი ბერიკაშვილს ძალიან ახლოს ვიცნობდი, პირადი მეგობრობა გვაკავშირებდა. ბერიკაშვილის სახით ქართულმა თეატრმა და კინომ ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა, ჩვემა საზოგადოებამ კი ადამიანი, რომელიც ექვსი ათეული წლის განმავლობაში მაყურებელს აბედნიერებდა. ძნელად წარმომიდგენია სხვა ადამიანი, რომელიც ასეთ პოზიტივს, სიყვარულს ასხივებდა ყველას მიამრთ. ეს იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავმდაბლობით და უშუალობით, მიუხედავად მისი საყოველთაო აღიარებისა, სიყვარულისა და პატივისცემისა. მინდა, პირველ რიგში, გივი ბერიკაშვილის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო და ასევე, მივუსამძიმრო მთელ ჩვენ საზოგადოებას, მისი ნიჭისა და შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს", - აცხადებს გიორგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner