logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: გივი ბერიკაშვილი ხელოვნების სამყაროს სუფთა და კეთილშობილი წარმომადგენელი გახლდათ
- +

13 აპრილი. 2017. 21:43



„გივი ბერიკაშვილი ძალიან დიდ კვალს დატოვებს", - ამის შესახებ კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ „რეპორტიორს" გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა.


„გივი ბერიკაში იყო დიდი ადამიანი, არაჩვეულებრივი ბუნების, უკეთილშობილესი და ჰქონდა ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც ძალიან იშვიათია და ხელოვნების სამყაროში მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ის იყო უშურველი, კეთილი, არასდროს ეხვეოდა ინტრიგაში, იყო მამაკაცი. ძალიან ძნელია ადამიანობა და კაცობა შეინარჩუნო მაშინ, როდესაც დიდია კონკურენცია, თუმცა, თვითონ იყო დიდი ადამიანი, უნიჭიერესი კაცი. ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდებმა ნახონ ის ფილმები, რომელშიც ის მასავით დიდ მსახიობებთან ერთად თამაშობდა. გივი ბერიკაშვილი ძალიან დიდ კვალს დატოვებს, ის ხელოვნების სამყაროს ძალიან სუფთა და კეთილშობილი წარმომადგენელი გახლდათ", - აცხადებს დოლიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner