-
+
14 აპრილი. 2017. 02:43
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეც მართალი ვარ და ირაკლი კობახიძეც მართალია!
უკვე რახანია, ამას გავყვირი - ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა გვმართებს!
უპირველესად კი ამ ინსტიტუტების წარმომადგენლებს მართებთ ურთიერთპატივისცემა!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 7 აპრილს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე გამართული დებატების შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვის წარმოთქმისას გიორგი მარგველაშვილს და მის ადმინისტრაციას კორექტულობისკენ მოუწოდა.