logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ასო-ები შეესივნენ ქართულ ეროვნულ სხეულს და ხრავენ...
- +

14 აპრილი. 2017. 19:43




„ასო-ები სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს!" - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე ისაუბრა.


როგორც ჯაველიძე აცხადებს, უნდა აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩარევა პოლიტიკაში.


„ეს ასო-ები არიან დაქირავებული აგენტები! ესენი არიან მატლები, რომლებიც შეესივნენ ქართულ ეროვნულ სხეულს და ხრავენ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა აიკრძალოს ამ ასო-ების ჩარევა პოლიტიკაში!

 

ამერიკას მილიარდები აქვს გადარიცხული ამ აგენტურისთვის, მაგრამ, აბა, მითხრას ვინმემ, ქართველ კაცს 100 დოლარით თუ დახმარებიან! თანაც, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ამ მილიარდებიდან ნახევარი მაინც უკან წაიღეს ამერიკელებმა „ატკატებით"! არ არის ეს „კორუფცია ამერიკულად"?!

 

ამერიკაში ყვავის კორუფცია! ამერიკის ელჩი აქ მორალს რომ გვიკითხავს, თავის ქვეყანას მიხედოს! ამერიკის ელჩმა მამიდამისს მიხედოს!

 

ეს ასო-ები, ყველანი „კლინტონისტები" არიან! სწორედ ჰილარი კლინტონი იყო, ჯერ კიდევ გურამ შარაძემ რომ მოუგო სასამართლო იაღოველებს, მაშინვე რომ მოგვწერა წერილი, როგორ ბედავთ და სდევნით განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებსო?!

 

ყველაზე ბოროტი ასო საქართველოში სოროსის ფონდია - მან გაწვრთნა და მოწამლა ყველა ეს ახალგაზრდა, რომელიც დღეს გრანტის გამო სამშობლოს ყიდის!

 

ვერ დავთვლით, რამდენი ამჟამინდელი პოლიტიკოსი გამოზარდეს ამ სოროსის ბუნაგში!" - აცხადებს ჯაველიძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner