-
+
15 აპრილი. 2017. 11:05
ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანი დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„15 აპრილს თემურ ჟორჟოლიანის დაკრძალვაა...
პატრიარქის გადაწყვეტილებით 12:00 საათზე გადაასვენებენ წმ. ბარბარეს ტაძრში, (ვაჟა-ფშაველას გამზირი, „მოდულის" შენობის გვერდით), ხოლო 14:00 საათზე გადაასვენებენ მცხეთაში და წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
მეგობრებო, მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში თემურ ჟორჟოლიანი", - წერს დავითაია.