logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: პრეზიდენტი ნუ მოგვიწოდებს, რომ ბილწებთან გავერთიანდეთ!
- +

15 აპრილი. 2017. 14:48



„გიორგისთან მეგობრობაც მაკავშირებს და სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის წლებიც", - ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარმა მხატვარმა შოთა გლურჯიძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და 7 აპრილს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ისაუბრა.


როგორც გლურჯიძე აღნიშნავს, მარგველაშვილს ბევრ საკითხში არ ეთანხმება, თუმცა, განსაკუთრებით არ იზიარებს პოლიტიკური მხარეების გაერთიანებისა და თანამშრომლობის იდეას.


„გიორგის ბევრ რამეში არ ვეთანხმები და მის პოზიციას განსაკუთრებით არ ვიზიარებ იმ ასპექტში, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები, თურმე, უნდა გაერთიანდნენ, ერთმანეთთან ითანამშრომლონ და დიალოგი აწარმოონ. უზნეობასთან და უზნეოებთან როგორ უნდა გავერთიანდე?! როგორც დიდი ვაჟა-ფშაველა წერს - „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა". დიახ, ზეთი წყალს არ შეერევა და პრეზიდენტი ნუ მოგვიწოდებს, რომ ბილწებთან გავერთიანდეთ!  ეს არის მთავარი შეცდომა, რასაც გიორგი უშვებს", - აცხადებს გლურჯიძე.


მანვე განაცხადა, რომ მარგველაშვილთან მეგობრობასთან ერთად, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაც აკავშირებს.


„მისი ოჯახის მიმართაც დადებითად ვარ განწყობილი და ბევრი საერთო ახლობელიც გვყავს. სხვათაშორის, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგისთვის ბიძინა ივანიშვილის ხათრით არ მიმიცია ხმა, გააზრებული არჩევანი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეტენზია მქონდა და ეს მისთვის პირშიც არაერთხელ მითქვამს", - განაცხადა გლურჯიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner