logo_geo
eng_logo
„რუსების ჯინაზე, კბილებიც არ გამოვიხეხოთ“, - შოთა გლურჯიძეს გეგმა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს...
- +

17 აპრილი. 2017. 01:10




მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი შოთა გლურჯიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პროდასავლელების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კარგია, ქართველმა ახალგაზრდებმა რუსული ენა რომ არ იციან. გლურჯიძე მკითხველს 10-პუნქტიან გეგმას უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსეთი.


„1. რუსული ენა და ლიტერატურა უნდა დავივიწყოთ და „დეფილურ-ნუსხურით" ჩავანაცვლოთ;

 

2. რუსული ბლინებისა და „ოტკის" სმა-ჭამა გავაძლიეროთ, რათა ოკუპანტებს ბოლომდე გავუნადგუროთ პროდუქტების სტრატეგიული მარაგი;

 

3. რუსების ჯინაზე, კბილებიც არ გამოვიხეხოთ;

 

4. ტანი აღარ დავიბანოთ და ზედ აჯიკა წავისვათ მათ გასამწარებლად;

 

5. რუსეთთან ერთმორწმუნეობის დასაგმობად მართლმადიდებლობა ავკრძალოთ და ძირძველ, ჯანმრთელ „მიშ-ტოტემიზმს" დავუბრუნდეთ;

 

6. რუსული გაზის ონკანი მოშვებული დავტოვოთ (ვითომ შემთხვევით დაგვრჩა) და სულ დავუცალოთ „გაზპრომს" მარაგი;

 

7. პუშკინის, გოგოლისა და გრიბოედოვის ძეგლებს ამერიკული წარმოების ბულდოზერით გადავუაროთ, მათ ადგილას რომელიმე წარმატებული ევრო-ენჯეოელის ძეგლი აღვმართოთ;

 

8. ბიბლიოთეკებში რუსული წიგნები დავწვათ და ამ ცეცხლზე შემწვარი მეგრული გოჭები რუს ტურისტებს სულ ტყემალთან ერთად ვაჭამოთ;

 

9. მენდელეევის ტაბულიდან ქიმიური ელემენტი პილმენიუმი ამოვიღოთ;

 

10.ამის შემდეგ „კომპიუტერი და ინგლისური" კონსტიტუციის პრეამბულაში შევიტანოთ და შალახოს მელოდიაზე ახალი ჰიმნი „გული ძგერს" ვიმღეროთ ძველგერმანულ-პრუსიული პრონონსით", - აცხადებს შოთა გლურჯიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner