ბესო ჩუბინიძე: ხანდახან როგორ მინდა ხოლმე, რომ პირისპირ, პირში მოგახალოთ!...
-
+
18 აპრილი. 2017. 16:30
„ხანდახან როგორ მინდა ხოლმე, რომ პირისპირ, პირში მოგახალოთ, - ზოგიერთების დღევანდელი (!) დამპალი სიცოცხლე ამ ბიჭების ერთ წვეთ დაღვრილ სისხლადაც კი არ ღირს!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ომში გარდაცვლილი ახალგაზრდების შესახებ.
„მინდა, რომ ხმამაღლა გითხრათ და გაგახსენოთ ხოლმე ისევ ზოგიერთებს, რომ ნეშომპალებად დარჩებოდით და ვერასოდეს ხმამაღლა საუბარსაც ვერ გაბედავდით, რომ არა ეს წარსული, ეს ბრძოლა და ეს ბიჭები! ბრძოლა წავაგეთ და გგონიათ, ომი დამთავრდა ამით?!! - ყოველთვის (!)... ყოველთვის გახსოვდეთ-თქო ცოცხლად გადარჩენილი ეს ბიჭები! ყოველთვის-თქო!... და სულ გახსოვდეთ, რომ მათით ხართ... დღეს თუ რამედ ხართ და რამედ ღირს ზოგიერთების (!) პერო-გაყრილი სიცოცხლე, ამ ბიჭების დამსახურებაა! თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასია, თუ ამ ბიჭების ხმამაღლა დაფასება არ შეგიძლიათ და მათთვის ხმამაღალი მადლობის გადახდა!!!! - ბევრი დაიხოცა იმისთვის, რომ თქვენ დღეს ასე გეჯეჯილათ!!!! - ბევრიც გადარჩა და... დაგჭირდებათ კიდევ ეს ხალხი, და ისევ მათზე იქნება თქვენი კურდღელი სიცოცხლე დამოკიდებული!" - წერს ჩუბინიძე.




















