logo_geo
eng_logo
დავით სალარიძე: ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა ომბუდსმენის ინსტიტუტი
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 აპრილი. 2017. 14:30




1997 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახალხო დამცველის შესახებ. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ომბუდსმენი გახდა დავით სალარიძე. „რეპორტიორთან" საუბრისას სალარიძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნაზე ისაუბრა.


„სახალხო დამცველად კანონის გამოცემიდან ოთხი-ხუთი თვის შემდეგ ამირჩიეს. ასეთი დაგვიანება გამოწვეული იყო იმით, რომ პრეზიდენტის მიერ ჩემამდე წარდგენილი ორი კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდო. პირველი გახლდათ ხუციშვილი, მეორე - ალექსანდრე კავსაძე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაინტერესებული ძალების გავლენით, იგი არ დაამტკიცეს.

 

ედუარდ შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში დემოკრატიის დასამკვიდრებლად ამგვარი სამსახურის პრიორიტეტულად ამოქმედება იყო საჭირო და მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა კიდეც ომბუდსმენის ინსტიტუტი", - ამბობს დავით სალარიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner