-
+
23 აპრილი. 2017. 00:50
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს!... ეს ფოტოები კი აღნიშნული პიროვნების ამ პოსტის კომენტარებში დადეს მოქალაქეებმა! დიდება უფალს!
დავით გუა:
„აფხაზეთში საოცრებები ხდება!!!
ახლა დამირეკეს ოკუპირებული ზემობარგებიდან, აღდგომის დღესასწაულებზე აფხაზეთში, გალში, სოხუმში, გაგრაში და კიდევ რამდენიმე ადგილას, ქართველთა ოჯახების სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა. ხალხი გაოცებულია - ჩადიან სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩადიან ავტობუსებით და მითხრეს დღეს მოსკოვიდან სასულიერო პირები ჩავიდნენო. აფხაზები განიცდიან, რომ მხოლოდ ქართულ ოჯახებში გამოისახაო წმინდანები. ეხლა ჩემები მანქანით მოძრაობენ ფოტოების გადასაღებად-საღამოს მომაწვდიან. დიდება უფალს. პ.ს. ჩემებმა თავიანთი თვალით ნახეს. ამიტომ სინამდვილეა!"
საოცრებაა! ტანში ჟრუანტელი მივლის!... დიდება უფალს!" - წერს ნინო ლაბარტყავა.

